ფრე ყაზახეთთან | 17-წლამდელები ევროშესარჩევის მეორე რაუნდში გავიდნენ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში გავიდა.
ქუთაისში გამართულ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ ავსტრიასთან უგოლო ფრე ითამაშა, ხოლო შემდეგ ყაზახეთთან (1:1) დაფიქსირებული შედეგით 2 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო.
დემეტრე ქურასბედიანის საგოლე პასის შემდეგ ანდრია ოჩიგავამ ანგარიშის გახსნა 42-ე წუთზე მოახერხა, ხოლო ყაზახებმა ანგარიშის გათანაბრება 87-ე წუთზე, ალი სადრიბაიევის გოლით მოახერხეს.
მეორე ეტაპის წილისყრა 2026 წლის დეკემბერში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას სათაო ოფისში გაიმართება.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი გამოსვლას მეორე რაუნდის A დივიზიონში გააგრძელებს, სადაც ბრძოლას ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის 7 გასათამაშებელი საგზურიდან ერთისთვის გააგრძელებს.