Belive

გორის "დილამ" 21 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი დაიმატა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის მეოთხეადგილოსანმა გუნდმა, გორის "დილამ" ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ტაირელ ვოუტერი დაიმატა.

ტაირელ ვოუტერი, რომელიც ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამშია დაბადებული, "ტვენტეს" აკადემიის აღზრდილია, შემდეგ კი "იგლზში", "ვოლევიკერსში" და "ვოლენდამში" თამაშობდა. 2023 წლიდან მოყოლებული ის ლიეტუვის ჩემპიონატში, BE1 აკადემიაში ირიცხებოდა, საიდანაც კარიერას ქართულ გუნდში გააგრძელებს.

ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით გორელებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ, თუმცა, ლიეტუვურმა აკადემიამ და Transfermarkt-მა ამის შესახებ უკვე დაადასტურეს.

"ვოლენდამის" 21-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში, რომელიც ფეხბურთელის კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე დასამახსოვრებელია, ვოუტერს 54 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული.

გორის "დილა" ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონს 3 მარტს, "გაგრასთან", საშინაო კედლებში ჩასატარებელი მატჩით დაიწყებს.

სხვა სტატიები