გოლი და საგოლე პასი - ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი
სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში ანესის დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თანაგუნდელი ჯერ საგოლე გადაცემით მოამარაგა, შემდეგ კი მეტოქის კარი თავად აიღო.
ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მისი თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს.
Flashscore: 7.6
Sofascore: 8.2
62e : Il le cherchait, Zuriko Davitashvili trouve son but ! 4-0 pour les Verrrrrts ! 💪
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) March 21, 2026
💚 4-0 🔴 #ASSEFCA pic.twitter.com/O1BTQb6DFh
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში უკვე 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც სენტ-ეტიენის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია.
სენტ-ეტიენი 28 ტურის შემდეგ 53 ქულით მეორე ადგილზეა და ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის იბრძვის.