Belive

გოლი და საგოლე პასი: ქართველი ფეხბურთელების შედეგები გასულ სეზონში

4 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის ჩელსიმ პსჟ 3:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

მატჩის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, 2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დასრულდა.

სეზონის ფინიშის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების სტატისტიკური მაჩვენებლების დათვლა შეგვიძლია. ამ სტატიაში, 2024 წლის ივლისიდან (ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების დაწყებიდან) 2025 წლის ივლისამდე პერიოდში ქართველი ფეხბურთელების, როგორც ლეგიონერების, ასევე საქართველოს შიდა ჩემპიონატში მოთამაშეების სტატისტიკას შემოგთავაზებთ. სტატისტიკაში გათვალისწინებულია ქვეყნის შიდა ჩემპიონატების უმაღლესიდან რანგით მესამე დივიზიონების ჩათვლით, ასევე სათასო და საერთაშორისო ტურნირების მატჩებში გატანილი გოლები და საგოლე პასები. სტატისტიკაში გათვალისწინებულია შედეგები სულ მცირე 5 გოლიდან და საგოლე პასიდან, ხოლო ქულათა ჯამური რაოდენობა 10-დან.

2024/25 წლების სეზონის ქართველი ბომბარდირები

  1. გიორგი გულიაშვილი (სარაევო): 21

  2. გიორგი მიქაუტაძე (ლიონი): 17

  3. ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, ჰაიდენჰაიმი), დავით ვოლკოვი (ზირა): 16

  4. ზაქარია ბეგლარიშვილი (ნარვა ტრანსი, ნომე იუნაიტედი): 15

  5. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, პსჟ), ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი): 13

  6. ვაკო ყაზაიშვილი (შანდონ ტაიშანი): 12

  7. ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, ტირასპოლის შერიფი, ქუთაისის ტორპედო), იური ტაბატაძე (იბერია 1999), საბა გეგიაძე (სპაერი): 10

  8. ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), ირაკლი იეგოიანი (არნემის ვიტესი), ლევან ნონიკაშვილი (ზლატე-მორავცე ვრაბლე): 9

  9. გიორგი წიტაიშვილი (გრანადა): 7

  10. შოთა შეყილაძე (გორის დილა), გიორგი აბუაშვილი (ფოთის კოლხეთი 1913), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი), გიორგი პაპუნაშვილი (ზირა): 8

  11. გიორგი ზარია (ალმაატის ქაირათი), გიორგი ფანცულაია (წყალტუბოს სამგურალი): 7

  12. ლუკა ხორხელი (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ლევან პაპავა (საგარეჯოს გარეჯი): 6

  13. ირაკლი სიხარულიძე (იბერია 1999), ალექსანდრე ამისულაშვილი (გორის დილა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი, დინამო თბილისი), აკაკი შულაია (ტაშკენტის ლოკომოტივი), ზვიად ნაჭყებია (ზლინი), გიორგი ცეცხლაძე (სპაერი), გიორგი ბერიძე (ქოჯაელისპორი, უიპეშტი), ლევან კუტალია (რუსთავი), დათა სიჭინავა (რუსთავი), დემეტრე გვასალია (სლობოდა): 5

Se on historiaa, huomenna on uusi päivä" – KTP:n kanssa sopimuksen tehnyt Zakaria  Beglarishvili on ollut Viron liigassa huipputehokas, mutta tietää, ettei se  ole tae tulevasta | Urheilu | Kymen Sanomat

2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ასისტენტები

  1. ზაქარია ბეგლარიშვილი (ნარვა ტრანსი, ნომე იუნაიტედი): 14

  2. გიორგი მიქაუტაძე (ლიონი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, პსჟ): 11

  3. ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), ლევან შენგელია (კრეტას ოფი): 8

  4. დავით ვოლკოვი (ზირა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, ჰაიდენჰაიმი), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), თორნიკე გაფრინდაშვილი (არკა გდინია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი): 7

  5. გიორგი გულიაშვილი (სარაევო), აკაკი შულაია (ტაშკენტის ლოკომოტივი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, ტირასპოლის შერიფი, ქუთაისის ტორპედო), ლაშა ოდიშარია (რფს): 6

  6. ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი), ლუკა ხორხელი (წყალტუბოს სამგურალი), ირაკლი იეგოიანი (არნემის ვიტესი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე): 5

Image 12

2024/25 წლების სეზონში გოლისა და საგოლე პასის ჯამური რაოდენობით დაგროვებული ქულების მიხედვით ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი

  1. ზაქარია ბეგლარიშვილი (ნარვა ტრანსი, ნომე იუნაიტედი): 29

  2. გიორგი მიქაუტაძე (ლიონი): 28

  3. გიორგი გულიაშვილი (სარაევო): 27

  4. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, პსჟ): 24

  5. ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, ჰაიდენჰაიმი), დავით ვოლკოვი (ზირა): 23

  6. ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი): 18

  7. ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი): 17

  8. ვაკო ყაზაიშვილი (შანდონ ტაიშანი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, ტირასპოლის შერიფი, ქუთაისის ტორპედო): 16

  9. ირაკლი იეგოიანი (არნემის ვიტესი): 14

  10. ლევან ნონიკაშვილი (ზლატე-მორავცე ვრაბლე): 13

  11. იური ტაბატაძე (იბერია 1999), აკაკი შულაია (ტაშკენტის ლოკომოტივი): 12

  12. საბა გეგიაძე (სპაერი), შოთა შეყილაძე (გორის დილა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა), ლუკა ხორხელი (წყალტუბოს სამგურალი), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან შენგელია (კრეტას ოფი): 11

  13. გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი), გიორგი პაპუნაშვილი (ზირა), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), თორნიკე გაფრინდაშვილი (არკა გდინია): 10

სხვა სტატიები