Belive

გოლი და პირველი ქულა ლიგა 1-ში - იხილეთ გიორგი მიქაუტაძის შეფასება

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში, გიორგი მიქაუტაძის "მეცი", შინ "მარსელს" დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდის კლუბი 59-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა - მატჩის მთავარმა არბიტრმა, ბრისარმა მოედნიდან აბაბაკარ მუსტაფა ლო გააძევა. ამ დროისთვის "მეცი" 0:1 მარცხდებოდა, თუმცა 6-წუთიან მონაკვეთში ჯერ ჩეიხ საბალიმ, შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძემ 2 გოლი გაიტანეს და საკუთარი კლუბი დააწინაურეს. გიორგიმ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მკერდზე მიიღო და დაახლოებით 12-13 მეტრიდან კარში გადაგზავნა.ამის შემდეგ ვიტინიამ ანგარიში გაათანაბრა. მიქაუტაძე კი 84-ე წუთზე შეცვალეს, მატჩი კი 2:2 დასრულდა და "მეცმა" პირველი ქულა მოიპოვა.

სტატისტიკური მონაცემების პოპულარულმა საიტმა, whoscored.com-მა მიქაუტაძის თამაში 7.9 კოეფიციენტად შეაფასა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. გიორგიმ 5-ჯერ დაარტყა, აქედან სამჯერ კარში, 1 დარტყმა დაიბლოკა, ხოლო ერთიც არაზუსტი იყო.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფორვარდის აქტივში თითო გოლი და ასისტია, მომდევნო მატჩს ლასლო ბოლონის შეგირდები 27 აგვისტოს, სტუმრად, "კლერმონის" წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები