გოლდენ გორი საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე | ტატამზე 8 ქართველს ვიხილავთ
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
22 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ღირსებას "გოლდენ გორი" დაიცავს.
'გოლდენ გორს' უძლიერესი გუნდი ეყოლება, რომელიც საქართველოს ნაკრების ლიდერებით არის დაკომპლექტებული.
შემადგენლობა
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ - მარიამ ჭანტურია
+70 კგ - სოფიო სომხიშვილი
73 კგ - გიორგი ჩიხელიძე
90 კგ - ლუკა მაისურაძე
+90 კგ - გურამ თუშიშვილი, თამაზ ბიგანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკლუბო ჩემპიონთა ლიგა 2022 წელს საქართველოში, კერძოდ კი გორში ჩატარდა, სადაც ქართულმა გუნდმა 'მებრძოლები თბილისი' გაიმარჯვა, ბრინჯაოს მედალი კი 'გოლდენ გორმა' მოიპოვა. 2018 წლის ჩემპიონთა ლიგა კი სწორედ გორულმა კლუბმა მოიგო.