Belive

გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

97-კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის საგზური მოიპოვა ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გივი მაჭარაშვილმა, რომელმაც ნახევარფინალში უნგრელი მეტოქე 10:0 დაამარცხა.

მაჭარაშვილმა დღეს სულ 2 შეხვედრა ჩაატარა და ნახევარფინალამდე პოლონელ რადოსლავ ბარანს ასევე 0-ზე, 11:0 მოუგო.

ფინალში ქართველი მოჭიდავე მაგომედ კურბანოვს დაუპირისპირდება.

დღეს ფინალში გასვლა გოგა ოთინაშვილსა და აკაკი ქემერტელიძესაც შეეძლოთ, თუმცა ისინი ნახევარფინალში დამარცხდნენ და ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.

სხვა სტატიები