Belive

გიორგი ზანთარაიას ემოციური მიმართვა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ტატამზე დაუშვა. ისინი საკუთარი დროშისა და გერბის ქვეშ მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა IJF-ს სახელით იჭიდავებენ. ამ ფაქტს წარმოშობით ქართველი, უკრაინის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონი - გიორგი ზანთარაია გამოეხმაურა.
"ახლახანს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გვერდზე ვნახე, რომ მათ ტატამზე დაუშვეს რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. რუსი სპორტსმენები ულანბატორის გრანდ სლემზე დარეგისტრირდნენ და შეუძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ნეიტრაულური სტატუსით (ფედერაციის დროშის ქვეშ).  შეგახსენებთ, ადრეც დავწერე, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ომს ეხება.  ამიტომაც, მინდა რომ ასეთი მნიშვნელოვანი მესიჯი გამოვგზავნო: თუ რუსს სპორტსმენებს შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ექნებათ, უარს ვიტყვი ჩემს მოგებულ ყველა ტიტულზე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულზეც.  სირცხვილია, რომ ჩემი საყვარელი სპორტული ფედერაცია, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: მშვიდობა, ერთიანობა და მეგობრობა, ახლა პასიურად მხარს უჭერს უკრაინის ომს. მინდა იცოდეთ, რომ სანამ შეჯიბრზე დარეგისტრირდებით, უკრაინაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, ათასობით ადამიანი კი ყოველწამიერი დაბომბვისა და აფეთქებების ქვეშ ცხოვრობს.  მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინის ნაკრები არ მიიღებს ამ შეჯიბრზე მონაწილეობას, თუ რუსეთის ნაკრები, თუნდაც სხვა დროშის ქვეშ იჭიდავებს.  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სპორტი, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი და უკრაინაში ამ სპორტის მთავარი წარმომადგენელი ვარ, იყოს უკრაინელი ხალხის გვერდით. ქვეყანა, სადაც გავიზარდე, ვცხოვრობდი, ვმუშაობდი, ახლა ვეღარ ფუნქციონირებს რუსეთის აგრესიისა და ომის გამო.  დიდება უკრაინას". 
შეგახსენებთ, რომ გიორგი ზანთარაია რუსეთ-უკრაინის ომში პირადად იბრძოდა. გიორგი უკრაინის ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა (2009 წელს).

სხვა სტატიები