გიორგი ცხოვრებაძის გოლი ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოდ დაასახელეს
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ლიდერის, გიორგი ცხოვრებაძის გოლი ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-13 ტურის საუკეთესოდ დასახელდა.
4 მარტს ზაგრების დინამომ პოლონურ პლოცკის ვისლასთან 26:34 წააგო. გიორგი ცხოვრებაძის მიერ ამ მატჩში გატანილი გოლი კი ტურის საუკეთესოდ დასახელდა.
TOP GOALS – round 13 🔥 Powered by Gorenje
— EHF Champions League (@ehfcl) March 6, 2026
1️⃣ Giorgi Tskhovrebadze – HC Zagreb 🤯
2️⃣ Mathias Gidsel – Füchse Berlin 💥
3️⃣ Petar Cikusa - Barça ✈️
4️⃣ Arkadiusz Moryto – Industria Kielce 🌀
5️⃣ Dejan Manaskov – HC Eurofarm Pelister 🎯
💬 Your #1? 👀 #ehfcl #CLM #handball pic.twitter.com/HoC8An7IRp
25 წლის ქართველი ხელბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის B ჯგუფში 13 ტურში მხოლოდ 1 გამარჯვება და 12 წაგება აქვს და დასკვნით მე-8 ადგილს იკავებს.