Belive

ფინალის MVP - ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია

6 საათის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებისა და ზაგრების ლიდერი, გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებული გახდა. ფინალურ მატჩში ზაგრები ისტრას დაუპირისპირდა და მარტივად, 32:21 გაიმარჯვა. ზაგრები ხორვატიის თასის გამარჯვებული 32-ედ გახდა, გიორგი ცხოვრებაძე კი ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გიორგი ცხოვრებაძემ მეტოქის კარში 9 გოლის გატანა შეძლო, რაც ზაგრებისა და ისტრას რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. გიორგი ცხოვრებაძესა და ზაგრებს მორიგი მნიშვნელოვანი დაპირისპირება 29 მაისს ელით, სადაც ხორვატიის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში სესვეტეს დაუპირისპირდებიან.

View this post on Instagram

A post shared by Hrvatski rukometni savez (@hrs_insta)