გიორგი წიტაიშვილის დამატება ბულგარეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს სურს
ბულგარული მედიის ინფორმაციით, ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო გუნდს, "ცსკა სოფიას" საქართველოს ნაკრების ფლანგის ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის დამატება სურს.
gol.bg და TemaSport წერენ, რომ გუნდი 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე იწყებს, სამი ფეხბურთელი მონიშნული ყავს და ერთ-ერთი სამიზნე, სწორედ ახალგაზრდა ქართველია.
კონკრეტულად, საუბარია იმის შესახებ, რომ თუ "გრანადა", რომელშიც 24 წლის ქართველი ფეხბურთელი კიევის "დინამოდან" იჯარის წესით არის განათხოვრებული, ლა ლიგა 2-დან ლა ლიგაში დაწინაურებას ვერ შეძლებს, გიორგი წიტაიშვილი ბულგარული გუნდის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.
"ცსკა" თავისი ქვეყნის ჩემპიონი 31-ჯერ არის გამხდარი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, ასევე, გუნდმა ბულგარეთის ჩემპიონატი 21-ჯერ მოიგო, რაც თანაქალაქური "ლევსკის" შემდეგ მეორე შედეგია, ხოლო სუპერ თასზე ტრიუმფი მათ ოთხჯერ მოახერხეს და მხოლოდ "ლუდოგორეცი" უსწრებთ. ევროპული მასშტაბით, "ცსკა-მ" თავისი ქვეყნის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონთა ლიგის (იმ დროს თასის) ნახევარფინალში ორჯერ ითამაშა, თასების მფლობელთა თასზე კი საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ახლა, ბულგარეთის ჩემპიონატში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ 21 ქულით გუნდი მე-10 ადგილს იკავებს.
გიორგი წიტაიშვილს "გრანადას" შემადგენლობაში ამ სეზონში 24 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი 2 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.