Belive

გიორგი წიტაიშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

11 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

25 წლის ქართველი ფეხბურთელი მეცის გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აირჩიეს.

იანვრის თვეში გიორგი წიტაიშვილმა მეცის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 4 მატშჩი ითამაშა, აქედან სამში სრულად, ლორიენთან კი მოედანზე 85 წუთი გაატარა.

ქართელების მეცი, რომელშიც კიდევ ორი გიორგი, აბუაშვილი და ქვილითაია თამაშობენ, ლიგა 1-ში 20 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს და გადათამაშების ზონას 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგი მატჩი ლოთარინგიულმა გუნდმა 6 თებერვალს, ლილთან საშინაო კედლებში უნდა გამართოს.

გიორგი წიტაიშვილს მეცის შემადგენლობაში ამ სეზონში 22 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.