გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატში ტურის MVP გახდა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში "აპოელმა" "არისი" 2:0 დაამარცხა. გიორგი ქვილითაიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ამ შედეგიანი მოქმედების შემდეგ თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ძალიან დაეხმარა.
გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.
Η ψηφοφορία του κόσμου, ανέδειξε ως #StoiximanMVP του ΑΠΟΕΛ, για την 8η αγωνιστική των Playoffs του πρωταθλήματος, τον Giorgi #Kvilitaia.#APOELFC #APOvARIS #Stoiximan #iroes pic.twitter.com/cAVSNhB7K2
— APOEL FC (@apoelfcofficial) April 23, 2024
გიორგი ქვილითაიას კვიპროსის უმაღლეს ჩემპიონატში 8 გოლი დაუგროვდა. "აპოელი" 72 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი "ომონიას" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 28 აპრილს გაიმართება.