Belive

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ლევენტეს" საყრდენი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის რანგით მეორე ლიგის მეთერთმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგა 2-ის მეთერთმეტე სათამაშო კვირაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა შემოგვთავაზა. "ლევანტემ" გიორგი წიტაიშვილის "გრანადას" (2:1) აჯობა, ვალენსიელთა ქართველმა ფეხბურთელმა კი დაცვასა და შეტევაში საიმედო თამაშთან ერთად, ანგარიშის გამხსნელი გოლის გატანა მოახერხა.

25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 2024/25 წლების სეზონში ლა ლიგა 2-ში 10 მატჩში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

გიორგი ქოჩორაშვილის გუნდი ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ დაგროვებული 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ სანტანდერის "რასინგს" 8 ქულით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს "ლევანტე" 10 ნოემბერს, "ტენერიფესთან" გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები