გიორგი მიქაუტაძე: "წინა გუნდში თავისუფლება მომცეს და შედეგი სახეზეა"
საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე, YouTube არხ Kampo-სთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.
ბავშვობაში "ლიონიდან" გაშვება
გუნდის ოფისში თავი შევიკავე, მაგრამ გარეთ გასვლისას ავტირდი. ცოტა რთული მომენტი გამოდგა ახალგაზრდისთვის, რომელიც სასწავლო ცენტრში იმიტომ დადის, რომ პროფესიონალური ფეხბურთი ითამაშოს.
გოლის გამორჩეული აღნიშვნა
"მეცში" თამაშის დროს, თანაგუნდელმა, კევინ ნ'დორამმა მირჩია, საკუთარი აღნიშვნა მეპოვნა. რამდენიმე დღეში, PlayStation-ზე თამაშისას გოლი გავიტანე და ასე აღვნიშნე, შემდეგ ეს აღნიშნვა დავამკვიდრე.
"მეციდან" "სერენში" დაბრუნება
"მეცში" დაბრუნებისას რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩავატარე და გოლი გავიტანე, მაგრამ მისტერ ანტონეტიმ სეზონის სტარტზე მხოლოდ "ლილთან" 2 წუთით მათამაშა, შემდეგ "ნანტთან" (0:2) წავაგეთ და გასახურებლადაც არ გამიშვა. ამის მერე, აგენტებს ვუთხარი, რომ გუნდის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, ვინაიდან ახალგაზრდა ვარ და სათამაშო დრო მჭირდება.
ლასლო ბოლინისთან მუშაობა
"ლასლო ბოლონიმ" თავდაჯერებულობა მაგრძნობინა, რადგან როცა მწვრთნელი მოდის და გეუბნება, ბურთის ქონის შემთხვევაში, რაც გინდა ის გააკეთე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთ დროს, ნებისმიერი ფეხბურთელი გრძნობს და აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ამ სეზონის შემდეგ შეგვიძლია ჩემი შედეგები ვნახოთ.
ლიონში დაბრუნება და სახლის დაყაჩაღება
"ლიონში" დაბრუნებასთან დაკავშირებით ბევრი არ მიფიქრია, აქ ადაპტირება მარტივად შევძელი. სახლის დაყაჩაღების ფაქტში, ყველაზე მეტად ის არ მსიამოვნებს, რომ ეს აქ, ლიონში მოხდა.