Belive

გიორგი მიქაუტაძე ისევ სერია A-ს კლუბს დაუკავშირეს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის სერია A-ში პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

კონკრეტულად, გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს "ბოლონია" იჩენს.

"მარკო არნაუტოვიჩის შემცვლელად "ბოლონიას" მოკლე სიაში უგო კუიპერსი ("გენტი") და გიორგი მიქაუტაძე ("მეცი") არიან", - წერს ნიკოლო სკირა.

"ბოლონიამ" წინა სეზონში სერია A მეცხრე პოზიციაზე დაასრულა, 2023/24 წლების სეზონის გათამაშებას კი "მილანთან" საშინაო არენაზე ჩასატარებელი მატჩით დაიწყებს, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართება.

გიორგი მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი უკვე დაიწყო და საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში, "რენთან" - 1:5 წაგებულ მატჩში საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები