Belive

ajaxshowtime: "მიქაუტაძე კარგი მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელზეც ამსტერდამში ვერ დაუკრეს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიდერლანდური მედია საშუალება, ajaxshowtime-ი, რომელიც ამსტერდამული გრანდის სიახლეებზეა კონცენტრირებული, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში განხილულია ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის პერიპეტიები, "მეცში" დაბრუნება და გუნდის მთლიანი სატრანსფერო საქმიანობაა განხილული. გამოცემა მიქაუტაძის ტრანსფერს ამსტერდამელთა არასწორი სატრანსფერო ზაფხულის და კონკრეტულად ყოფილი სპორტული დირექტორის, სვენ მისლინტატის საქმიანობის თვალსაჩინო და სიმბოლურ ასახვას უწოდებს.

"გიორგი მიქაუტაძის "აიქსიდან" წასვლა გუნდის ხელმძღვანელობის წარუმატებელი სატრანსფერო ზაფხულის დამახასიათებელი ნიშანია.

გასული წლის 16 სექტემბერს გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით: "მიქაუტაძე "აიაქსის" ახალი გამოცხადება უნდა გახდეს, ამ დღიდან 3 თვის შემდეგ კი ის გუნდიდან მიდის. ის ყოფილ გუნდში, "მეცში" დაბრუნდა და სავარაუდოდ, ფრანგები მას გამოისყიდიან. არადა, მას გუნდში კომპლიმენტებით დახვდნენ.

ეს ასევე ეხება ჯერონ როპს და დეივ პიტერს, ორ ბელგიელ კომენტატორს, რომლებთანაც ჩვენ ზემოხსენებული სტატიის დაწერის პროცესში ვისაუბრეთ. მათ გიორგი მიქაუტაძის თამაში პირველად "სერენში" თამაშის დროს ნახეს და ორივე მათგანმა ის შესანიშნავად აღწერა.

როგორ არის შესაძლებელი, რომ მოთამაშეს, რომელსაც ასე დიდად აფასებენ და კომპლიმენტების შხაპი გადაასხეს, ახლა ცუდი ტრანსფერი უწოდეს?!

ყოველ შემთხვევაში, მორის შტეინს და ჯონ ვან'ტ სხიპს ბოლომდე ვერ დავაბრალებთ. "აიაქსს" ხომ უკვე ჰყავდა ორი თავდამსხმელი, ბრაიან ბრობი და ჩუბა აკპომი. ლოგიკურია, რომ ბრობი პირველი არჩევანი იყო, მაშინაც კი, როცა ამ სეზონის დასაწყისში რამდენიმე რეალური მომენტი ხელიდან გაუშვა.

ის, რომ აკპომს, რომელიც მიქაუტაძემდე რამდენიმე კვირით ადრე გახდა "აიაქსის" ფეხბურთელი, მეორე არჩევნად უპირატესობას მიანიჭებდნენ, თავიდანვე აშკარა იყო. თუმცა, შტეინის ხელმძღვანელობით ჩატარებული მისი თამაშები, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებდა, ამიტომ მიქაუტაძისთვის სათადარიგო თავდამსხმელის როლის მიცემა ცუდი იდეა არ იყო. თუმცა, ეს არ მოხდა. იმ წუთებს, რომელიც მიქაუტაძეს დაუთმეს, ქართველი ფლანგებზე ან ათი ნომრის პოზიციაზე ატარებდა. ხოლო აკპომმა, რომელსაც თავის პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა მისცეს, დაუყოვნებლივ გოლის გატანა მოახერხა და ამან მიქაუტაძის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაართულა.

მიქაუტაძის "მეცში" დაბრუნებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, მაგრამ ფაქტი ერთია, უშანსოდ ფეხბურთელის გაშვება არასწორი საქციელია.

მისლინტატის მიერ განხორციელებულ ბევრ ტრანსფერს არა აწონილ-დაწონილი და გაუმართლებელი შეიძლება ეწოდოს. აკპომიც კი, რომელსაც გოლები ერთმანეთის მიყოლებით გააქვს, სრულფასოვნად კარგ ტრანსფერად შეიძლება ვერ შეფასდეს. თუმცა, მიქაუტაძისთვის, რომელმაც აიაქსის მაისურით 339 წუთი ითამაშა, საიდანაც მხოლოდ 22 იყო მის რეალურ პოზიციაზე, ეს არ იქნება სამართლიანი შეფასება.

ამსტერდამში გადასვლამდე მიქაუტაძის განვლილ კარიერაზე ხშირი საუბარი იყო და ნათლად ჩანდა, რომ ის კარგი მუსიკალური ინსტრუმენტივით იყო, თუმცა მასზე კარგად ვერ დაუკრეს. როცა კარგ ფეხბურთელს იღებ და მას თავის პოზიციაზე არ ათამაშებ... შესაბამისად, მიქაუტაძის ამსტერდამული თავგადასავალი გუნდის და მისლინტატის თანაბრად წარუმატებელი ზაფხულის სიმბოლური ასახვაა", - წერს ajaxshowtime-ი ვრცელ სტატიაში.

გიორგი მიქაუტაძე "მეცში" იჯარის წესით და სეზონის დასრულების შემდეგ გამოსყიდვის უფლებიტ დაბრუნდა. დიიდი ალბათობით, მისი დებიუტი 14 იანვარს, "ტულუზასთან" შედგება.

სხვა სტატიები