გიორგი მიქაუტაძე: "ფეხბურთი იცვლება და ვირტუალურ სპორტს ემსგავსება"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ევროპულ მედიასთან ინტერვიუში, თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებზე ისაუბრა.
"არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთში შეტევის დონე დაეცა, მაგრამ დღეს სპორტის ეს სახეობა PlayStation-ს დაემსგავსა: ყველაფერი ზუსტადაა გამოთვლილი.
ახლა უფრო ნაკლები ისეთი ფეხბრუთელის მოძებნა შეგვიძლია, რომელიც ორი მცველის პირისპირ დრიბლინგის შესრულებას ცდილობს. ახლა ფებხურთი უფრო მკაცრი, სტრუქტურირებული და კარგად გადანაწილებული როლებით მიმდინარე თამაშია", - ამბობს 23 წლის ქართველი თავდამსხმელი.
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და სექტემბრის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 7 სექტემბერს ჩეხეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო 10 რიცხვში ალბანეთს სტუმრად შეხვდება.