Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ბეტისის წინააღმდეგ

4 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში "ვალენსიამ" "ბეტისი" 4:2 დაამარცხა. მე-8 წუთზე ვალენსიელთა მცველმა უგო დუროს გადაცემის შემდეგ გოლი გაიტანა, მე-14 წუთზე უგო დურომ გოლი თავის კარში გაიტანა, ამის შემდეგ დურომ 50-ე და 53-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, "ვალენსიიდან" ბოლო გოლი დიეგო ლოპესმა 56-ე წუთზე გაიტანა. ჩიმი ავილამ კი სხვაობის შემცირება შეძლო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

გიორგი მამარდაშვილმა მატჩში შეუცვლელად ითამაშა, ქართველ მეკარეს Sofascore-მა 6.2 შეფასება დაუწერა, მამარდას 2 სეივი ჰქონდა, ბურთს 39-ჯერ შეეხო, 33 გადაცემიდან 16 ზუსტად შეასრულა.

"ვალენსია" 10 ქულით მე-18 ადგილზეა (2 მოგება, 4 ფრე, 6 მარცხი), მომდევნო შეხვედრას გიორგი მამარდაშვილის გუნდი 26 ნოემბერს, ესპანეთის თასზე "პარლას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები