Belive

გიორგი მამარდაშვილის დამატება პრემიერ ლიგის და საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდებს სურს

4 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

"ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ახალ კლუბზე ბევრი საუბარია, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. ესპანური გამოცემა Estadiodeportivo-ის ინფორმაციით, 23 წლის მეკარის თაობაზე მოლაპარაკებებს პრემიერ ლიგის და საუდის არაბეთის კლუბები აგრძელებენ.

წყაროს ცნობით "ვალენსიას" ამჟამინდელი მფლობელი პიტერ ლიმი გუნდის ძირითადი აქტივების გაყიდვისა და შემდეგ ფულის გამომუშავების მოდელს მიჰყვება, როგორც ეს წინა სეზონში მოხდა. გიორგი მამარდაშვილის გარდა გუნდიდან 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შესაძლოა წავიდეს ხავი გერა, რომელსაც მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირებენ.

ესპანური გამოცემა გიორგის მესტალიიდან წასვლას წინასწარმეტყველებს. სტატიაში წერია, რომ მას გერმანიაში შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა და შესაძლოა, რომ სხვა გუნდშიც ითამაშოს, მაგრამ ფეხბურთელის მოთხოვნები ვალენსიური გუნდის გეგმებს აფერხებს, მას სურს უმაღლესი დონის ევროპულ გუნდში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ელოდება ზარს გუნდისგან, რომელიც მას ამ შესაძლებლობებს მისცემს. მამარდას ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი (მინ: 40 მილიონი ევრო) დადგენილი და უცვლელია.

დღემდე, ერთადერთი შეთავაზება, რომელმაც 40 მილიონ ევროს გადააჭარბა, საუდის არაბეთიდანაა, მაგრამ მამარდაშვილი აღნიშნულ შემოთავაზებაზე უარს ამბობს.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით გიორგი მამარდაშვილს "ლივერპულს" უკავშირებდნენ, რომელმაც 30 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა. შეძენის შემდეგ მერსესაიდელების მიზანი პრემიერ ლიგის სხვა გუნდში იჯარი გაშვება იყო, სანამ ალისონ ბეკერი სხვა გუნდში არ წავიდოდა.

სხვა სტატიები