გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარე გახდა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურის საუკეთესოთა შორის დასახელდა.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ანალიტიკური პორტალის, Whoscored-ის მონაცემებით, ლა ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდში მეკარის პოზიციაზე სწორედ 22 წლის ქართველი დასახელდა.
გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც "ალმერიას" წინააღმდეგ ფრედ დასრულებულ (2:2) მატჩში სრულად და ნაყოფიერად ითამაშა 7.9 კოეფიციენტი დაიმსახურა და რჩეულ თერთმეტეულში "ბარსელონას", მადრიდის "ატლეტიკოსა "და "სევილიას" ვარსკვლავებთან ერთად მოხვდა.
ლა ლიგაში 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ "ვალენსიას" 10 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ქართველი გოლკიპერის გუნდი 27 სექტემბერს, საშინაო კედლებში, "მესტალიაზე" ჩაატარებს.