გიორგი მამარდაშვილი: "ასე მგონია, რომ ვალენსიაში დავრჩები"
ესპანური მედიის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერი არ შედგება.
გარდა თავად მედიის ცნობებისა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანული გრანდი ქართველ მეკარეს არ დაიმატებს, ამჯერად, თავად 22 წლის მოთამაშის კომენტარიც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ის "ვალენსიაში" დარჩება.
ესპანელი ჟურნალისტები, საქართველოს ნაკრების მეკარეს, გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრების დაწყების წინ გამართული სამედიცინო შემოწმებიდან გამოსვლის შემდეგ დახვდნენ და კითხეს, როგორი იქნება მისი გეგმები მომავლისთვის, რაზეც მან უპასუხა: "ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია, "ვალენსიაში" დავრჩები".
🦇🚨Mamardashvili sobre si es queda en el @valenciacf:
— À Punt Esports (@apuntesports) July 24, 2023
🗣️"Encara no sé, crec que sí"
El porter ha passat revisió mèdica hui a l'@IMEDHospitales abans d'iniciar els entrenaments.
👉https://t.co/rGS9uSMJ2J pic.twitter.com/XoRIr7Izc3
გიორგი მამარდაშვილს, რომელიც "ღამურების" შემადგენლობაში 2021 წლის ზაფხულში "დინამო თბილისიდან" გადაბარგდა, მსურველთა სიაში ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები, ასევე მილანის "ინტერი" და "პორტუ" ჰყავდა, ყველაზე აქტიური კი მიუნხენის "ბაიერნი" გახლდათ.