გიორგი ლორია: "მადლობა ყველას, სანაკრებო კარიერას ვასრულებ, მაგრამ ფეხბურთში ვრჩები"
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია, 5 ივნისს, ფარერის კუნძულების გუნდთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საუბრობს და სანაკრებო კარიერის ფინიშის შესახებ აცხადებს.
"დიდი ხანია პრესკონფერენციაზე არ ვყოფილვარ და ცოტათი ვნერვიულობ. 17 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით ვითამაშე. მინდა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა, მინდა მადლობა გადავუხადო , მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, ოჯახის წევრებს, ექიმებს, ოჯახის წევრებს, კამერის უკან მყოფ ადამიანებს, კამერის უკან მყოფ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რა ხდება ნაკრებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო. მომენტი, როცა ესპანეთთან მატჩის დროს მთელი სტადიონი ჩემს გვარს სკანდირებდა, ეს განსაკუთრებული მომენტი იყო.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ჩემს მშობლებს გადავუხადო, რომელიც დღეს ჩემს გვერდით აღარა არიან, მაგრამ მათ ჩემთვის ყველაფერი გააკეთეს.
საფეხბურთო ნაკრებში კარიერას ვასრულებ, მაგრამ ფეხბურთში დავრჩები, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს უკავშირდება.
მინდა ხვიჩა კვარაცხელიას ეს სასწაული ამბავი მივულოცო, ეს არის იმის მაგალითი, თუ რა დონეზე შეგვიძლია ქართველებს ფეხბურთის თამაში. ის არის მაგალითი შრომის, თავმდაბლობის და წარმატების მიღწევის
", - ამბობს გიორგი ლორია.
საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულების გუნდს 5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.