Belive

გიორგი კოხრეიძე: "სტადიონზე გულშემატკივარს ველოდები და გამარჯვებას ვპირდები"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"იბერია 1999-ს" შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი კოხრეიძემ, უეფას ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ალბანურ "პარტიზანთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ლევან კორღალიძესთან მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის, ამის გამოცდილება აქამდეც გვქონია და მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში საკმაოდ კარგად მოვემზადეთ.

ფეხბურთში ჩავარდნები და აღმასვლები ყველა გუნდს აქვს, მაგრამ ჩავარდნა დიდხანს გაგვეწელა. ბევრი პრობლემა შეიქმნა და ამდენი მატჩის წაგება კარგი ნამდვილად არ არის. სხვისკენ ხელს ვერ გავიშვერ და ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურად უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა.

სტადიონზე გულშემატკივრის მოსვლას ველოდები და წინასწარ, ყველა მათგანს მადლობას ვუხდი, გპირდებით, რომ გავიმარჯვებთ და იმედებს არ გაგიცრუებთ", - ამბობს გიორგი კოხრეიძე.

თბილისური გუნდის "პარტიზანთან" ორმატჩიანი რაუნდის საწყისი შეხვედრა 25 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები