გიორგი გულიაშვილმა 2025 წელი ლამაზი გოლით დაიწყო
23 წლის ფეხბურთელმა "სარაევოს" მაისურით, ზამთრის შეკრებაზე ჩეხურ "სლოვაცკოს" გამარჯვების გოლი გაუტანა (1:0). ბოსნიური გუნდის ქართველმა შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრის სიახლოვეს მიიღო, მეტოქეს ტექნიკური ცრუმოძრაობით გვერდი აუარა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ზუსტი და ლამაზი დარტყმით შეხვედრაში ერთადერთი ბურთის შეგდება შეძლო.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი წლის საწყის ოფიციალურ მატჩს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის თასის 1/8-ფინალში, "სლოგა დობოისთან", 8 თებერვალს, საშინაო კედლებში გამართავს, ხოლო ჩემპიონატში თამაშს 15 თებერვალს, მეორეადგილოსან "ბორაც ბანია ლუკასთან" საკუთარ სტადიონზე შეხვედრით განაახლებს. დედაქალაქელები 17 ტურის შემდეგ დაგროვებული 38 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან.
გიორგი გულიაშვილი ბომბარდირთა დავას 12 გოლით და 4 საგოლე პასით ლიდერობს. სეზონის სტარტზე ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა უეფას კონფერენს ლიგაზეც შეძლო. გიორგი გულიაშვილის დამატებით ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორიც ლიგა 1-ის ბინადარი, ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" და "ლანსი", ასევე აღმოსავლეთ ევროპული ფეხბურთის გრანდები, საბერძნეთისა და უნგრეთის ყველზე წარმატებული წარმომადგენლები, შესაბამისად პირეოსის "ოლიმპიაკოსი" და ბუდაპეშტის "ფერენცვაროშია".