Belive

გიორგი გულიაშვილის შეძენით 2 თურქული გუნდი დაინტერესდა

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სარაევოს ქართველი ფეხბურთელის გიორგი გულიაშვილის შეძენით 2 თურქული გუნდი დაინტერესდა. 22 წლის შემტევის ტრანსფერზე თურქეთის სუპერლიგის გუნდები სამსუნსპორი და ტრაბზონსპორი მუშაობენ. Gazete Arena-ს ინფორმაციით, სამსუნსპორის ხელმძღვანელობა და გიორგი გულიაშვილის აგენტი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ, მათი ყურადღება ბოსნიის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელის კარგმა თამაშმა მიიპყრო.

წყაროს ცნობით ტრანსფერთან დაკავშირებული პროცესი ოფიციალურად დაიწყო, ხელმძღვანელობამ გიორგი გულიაშვილის მოყვანა უკვე გადაწყვიტა.

მეორე მხრივ, ტრაბზონსპორი, ასევე ყურადღებით აკვირდება გულიაშვილის ტრანსფერს. ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი მათი დაკვირვების ობიექტი დიდი ხანია უკვე არის.

გიორგი გულიაშვილმა 2024/25 წლების სეზონის ყველა ტურნირის ეგიდით 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 21 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველმა სარაევოსთან ერთად ბოსნიის თასი მოიგო და ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.