გიორგი გულიაშვილის დამატებით სერია A-ს წარმომადგენელი გუნდი ინტერესდება
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბონსიური და იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის დამატება სერია A-ს წარმომადგენელ გუნდს სურს.
კონკრეტულად, საუბარია იმის შესახებ, რომ წინა სეზონში, უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომპოვებელმა "ბოლონიამ" 23 წლის ქართველი ცენტრ-ფორვარდის დამატების ინტერესი გამოხატა.
"ქართველი გიორგი გულიაშვილი ნამდვილად ფენომენალურ ფეხბურთს თამაშობს "სარაევოში" და ამან შესაძლოა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში გადაიყვანოს.
იტალიური მედიის მტკიცებით, "ბოლონია" ქართველი ფეხბურთელის დამატებითაა დაინტერესებული, რაც შეეხება "სარაევოს", ისინი ამ ტრანსფერში ორმილიონნახევარ ევროს ითხოვენ", - წერს sportsport.
საქართველოს ნაკრებში გიორგი გულიაშვილი სადებიუტოდ ოქტომბერში გამოიძახეს, ასაკობრივ დონეზე კი ყველა გუნდში ნათამაშები აქვს და გამორჩეული მეგოლეც გახლავთ. მიმდინარე სეზონში, მის აქტივში ყველა ტურნირზე გატანილი 10 გოლი, ხოლო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატში 9 გოლით საუკეთესო ბომბარდირობაა.