Belive

გიორგი გულიაშვილი სარაევოს ტოვებს, მაგრამ ბოსნიაში რჩება

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი გულიაშვილი "ველეს მოსტარში" ითამაშებს.

ბოსნიის ჩემპიონატის წარმომადგენელი "სარაევო" 21 წლის თავდამსხმელს იმავე ლიგაში მოთამაშე "ველეს მოსტარში" გაანათხოვრებს.

წყაროს ცნობით, ახალ კლუბს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

გიორგი გულიაშვილი "სარაევოს" მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 12 მატჩში 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. დედაქალაქურმა კლუბმა უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილეობა, თუმცა ქუთაისის "ტორპედოსთან" ორი მატჩის ჯამში - 4:3 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე ქართული კლუბი გავიდა.

სხვა სტატიები