Belive

გიორგი ჩხიკვაძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე პოლონელი სტოლარჩიკი, ბერძენი კოლიცოპულოსი, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ალიევი და ყირგიზი ნურლანბეკოვი დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხ ხაჩატრიანს აჯობა (3:1).

დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ ორი მედალია - ვერცხლის მედალს დაეფულა დიეგო ჩხიკვაძე (67კგ), ფრიდონ აბულაძემ (60კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები