Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "განწყობა კარგი გვაქვს - მატჩზე მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებული"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის "ჰამრუნთან" გასამართი მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.

"ვემზადებით მატჩისთვის. ყველა ის ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ჩამოვედით, თავს ჯანმრთელად გრძნობს.

ვფიქრობ, გუნდში კარგი განწყობაა. მაქსიმალურად ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებული და იმედი მაქვს, თამაში იმ სცენარით განვითარდება, როგორც ვგეგმავთ", - თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

"დინამო თბილისი" პირველ შეხვედრას მალტის ჩემპიონის წინააღმდეგ 25 ივლისს ჩაატარებს - მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები