Belive

გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდთან ერთად ვარჯიში განაახლა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

უოტფორდი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, რომლის მიხედვითაც ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის შემადგენლობაში სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა.

გიორგი ჩაკვეტაძეს ფეხის თითის ტრავმის გამო 2025 წლის 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

26 წლის ქართველის გუნდი ინგლისის ჩემპიონშიფში 12 ტურის შემდეგ მე-14 პოზიციას იკავებს. ლონდონური გუნდი 1 ნოემბერს მიდლსბროს შეხვდება.

სხვა სტატიები