გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა - უოტფორდმა შინ ქულა მოიპოვა
23 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ლიგის თასზე "სტივენეიჯთან" წაგებული (1:1, პ - 3:4) 1/32-ფინალური მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანს დაუბრუნდა და ახლა უკვე ჩემპიონშიფის შეხვედრაში ითამაშა, რომელშიც მისმა გუნდმა "პლიმუთის" წინააღმდეგ ჩაატარა და უგოლო ფრედ დაასრულა.
ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 56-ე წუთზე შემოვიდა, რის მერეც არაერთ ეპიზოდში მისი გუნდის თამაში შეტევაში უფრო სახიფათო გახადა და საბოლოო ჯამში, კარგი თამაში 6.7 კოეფიციენტით შეფასებით დაუფასდა.
გიორგი ჩაკვეტაძის დეტალური სტატისტიკა "პლიმუთის" წინააღმდეგ:
ნათამაშები დრო: 34 წუთი
პოტენციურად შექმნილი საგოლე პასის რაოდენობა: 0.34
ბურთთან შეხება: 26
პასის სიზუსტე: 13/17
საკვანძო პასი: 3
დიაგონალური პასი: 1/2
გრძელი პასი: 1/2
წარმატებული დრიბლინგი: 1/2
მოედანზე მოგებული ორთაბრძოლა: 1/5 ჰაერში მოგებული ორთაბრძოლა: 0/1
"უოტფორდმა", რომელმაც პირველ ტურში "ქუინს პარკ რეინჯერსს" დიდი ანგარიშით - 4:0 მოუგო, ამ ფრის შემდეგ 4 ქულა მოაგროვა და 2 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს, რაც შეეხება შემდეგ მატჩს, მესამე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 19 აგვისტოს, "სტოკ სიტის" წინააღმდეგ სტუმრად ითამაშებს.