Belive

"არის ფეხბურთელი, რომელიც 100%-ით მზადაა და ის ქართველია" - ესპანური მედია კვარაზე წერს

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური sport უეფას სუპერთასის 2026 წლის გათამაშების წინ, პსჟ-ს მზადების შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ესპანური მედიასაშუალება მიიჩნევს, რომ პარი სენ-ჟერმენისა და ასტონ ვილას დუელში ფეხბურთელი, რომელიც 100%-ით მზადაა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელიაა.

"ნაკრების წევრები, საფრანგეთიდან ასევე, ფაბიან რუისი და აშრაფ ჰაკიმი, 8 აგვისტოს გამართულ დასკვნით ამხანაგურ მატჩში არ მონაწილეობდნენ, ხოლო მარკინიოსმა, ნუნუ მენდეშმა, ვიტინიამ და ჟოაუ ნევეშმა მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშეს. თუმცა, არის ერთი ვარსკვლავი, რომელიც ამ მატჩს 100%-იანი მზადყოფნით ხვდება, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა.

გასული ორი თვის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი არყოფნის გამო, ქართველი ფეხბურთელი ოდნავ "ჩრდილში" გახლდათ, ახლა კი მსოფლიოსთვის იმის დამტკიცება სურს, თუ რა დონის მოთამაშეა. მისმა შთამბეჭდავმა თამაშმა ჩემპიონთა ლიგაზე (16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა) ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) აქცია და ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატადაც კი ასახელებდნენ.

მატჩის წინა სიურპრიზების არარსებობის შემთხვევაში, კვარაცხელია ლუის ენრიკეს სასტარტო შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებს. ესპანელი სპეციალისტი პსჟ-სთან ერთად თავის მე-13 ტიტულს უმიზნებს, თუმცა წინ რთული მეტოქე ჰყავს: უნაი ემერის ასტონ ვილა", - წერს sport.

ორი ესპანელი სპეციალისტი ერთმანეთს კიდევ ერთხელ ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, 12 აგვისტოს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები