Belive

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 21-ე ტურში "უოტფორდმა" "ვესტ ბრომვიჩი" 2:1 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძე შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და Sofascore-მა ის 8.0-ით შეაფასა. სპორტულმა საიტმა სიმბოლური თერთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.

გუნდი სრულად კი ასე გამოიყურება:

მეკარე: სოლომონ ბრინი ("მიდლსბრო") - 7.7

მცველები: დანი ბატი ("ბლექბერნი") - 8.2, ეირან ჯო კაშინი ("დერბი") - 8.1, ჯეკ რობინსონი ("შეფილდ იუნაიტედი") - 7.8

ნახევარმცველები: ჯეკ რუდონი ("ქოვენთრი") - 8.1, მაქს ბერდი ("ბრისტოლ სიტი") - 8.0, ეფრონ მეისონ-კლარკი ("ქოვენთრი") - 8.9, გუსტავო ჰამერი ("შეფილდ იუნაიტედი") - 8.2, გიორგი ჩაკვეტაძე ("უოტფორდი") - 8.0, კეინ უილსონი ("დერბი") - 7.8

თავდამსხმელი: ვაკუნ ისუფ ბაიო ("უოტფორდი") - 8.1

ჩემპიონშიპის 21-ე ტურის სიმბოლური თერთმეტეული

გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები