"გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს, ის დერბისთან შეხვედრას გამოტოვებს" - ტომ კლევერლი
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიპის 27-ე ტურის შეხვედრაში "დერბი" საკუთარ არენაზე "უოტფორდს" უმასპინძლებს, მატჩი დღეს 19:00 საათზე დაიწყება.
გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, რასაც მალევე ტომ კლევერლის კომენტარიც მოყვა და ახსნა თუ რატომ ვერ დაეხმარება ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდს:
გიორგის ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, ეს მცირე დაზიანებაა, მაგრამ იქნება გარკვეული სახის ტესტები, რომლებიც მის სრულ სურათს გვაჩვენებს. ადრეული ნიშნები კარგად გამოიყურება.
ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში თავისი კლუბისა და ქვეყნის ყველა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ამის გამო კი დაღლილობის ნიშნები გამოიკვეთა. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება. - ტომ კლევერლი - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი
🇬🇪🗣️ https://t.co/tsYxPdLYlT pic.twitter.com/BP4jiIPuFg
— Watford Football Club (@WatfordFC) January 18, 2025
"უოტფორდს" ჩემპიონშიპის ცხრილში 38 ქულა აქვს (11 მოგება, 5 ფრე, 10 მარცხი) და მე-8 პოზიციაზეა. გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.