GFF Awards 2025 | კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
27 დეკემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
GFF Awards 2025-ზე წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა და ასევე სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესოები დაასახელეს.
რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ ღონისძიებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გიორგი კვერნაძე.
GFF Awards 2025-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია
2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე
2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე
2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი კვერნაძე
2025 წლის საუკეთესო მსაჯი - გოგა კიკაჩეიშვილი
ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2025 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის - ანდრია ბართიშვილი, ლუკა შარიქაძე, საბა ავდოევი, საბა ხარებაშვილი, გიორგი გვასალია, ალექსანდრე ამისულაშვილი