Belive

გამარჯვების გოლი და მნიშვნელოვანი 3 ქულა - რა შეფასება მიიღო ქოჩორაშვილმა?!

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის მესამე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" სტუმრად "კარტახენას" დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ 24 წლის ქართველი ნახევარმცველი გახდა, გიორგი მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი უნაკლოდ გამოიყენა.

გიორგი ქოჩორაშვილის გოლი კარტახენას კარში
გიორგი ქოჩორაშვილის გოლი კარტახენას კარში (ვიდეო)

sofascore-მ ქოჩორაშვილის თამაში 7.4-ით შეაფასა, რაც მოედანზე მეორე საუკეთესო შედეგი იყო, აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

 

"ლევანტეს" სამი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს. ქოჩორაშვილის კლუბი მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, შინ, "ოვიედოსთან" გამართავს.

სხვა სტატიები