Belive

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, ფუტსალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ჩვენი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ისტორიაში მეორედ, თანაც ზედიზედ მიიღებს, ჯგუფურ ეტაპზე ლატვიას, ხორვატიასა და საფრანგეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, რომლის მატჩებიც ლატვიაში ჩატარდება.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით უნდა გაიმართოს. ტურნირს სლოვენიამ, ლატვიამ და ლიეტუვამ უნდა უმასპინძლოს.

სხვა სტატიები