Belive

ფოთის კოლხეთი ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონია

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვერაში ფოთის "კოლხეთმა" საგარეჯოს "გარეჯთან" სტუმრად ფრედ (1:1) ითამაშა, მოპოვებული ქულით "კოლხეთი" რანგით მეორე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და საქართველოს უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

მატჩის მე-19 წუთზე სტუმრები დათა სიჭინავამ, შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმით დააწინაურა, შეხვედრის მიწურულს კი ანგარიში ცვლილებაზე შემოსულმა, გიორგი პაპუაშვილმა გაათანაბრა.

ფოთის "კოლხეთი" 77 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, "გარეჯი" და "სპაერი" კი მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად 76 და 66 ქულით. საქართველოს უმაღლეს ჩემპიონატში გადმოსვლის საკითხს აღნიშნული ორი გუნდი "თელავსა" და "სამტრედიასთან" დაპირისპირებაში გაარკვევენ.

სხვა სტატიები