ფიგურულ სრიალში ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
9 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ტაივანის დედაქალაქ ტაიპეი სიტიში, ფიგურული სრიალის იუნიორთა (ახალგაზრდული) მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც გამარჯვებული ქართული წყვილი - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა გახდნენ.
🏆 Final results for the Junior Pairs event at #WorldJFigure
— ISU Figure Skating (@ISU_Figure) February 29, 2024
1 - Metelkina / Berulava
2- Flores / Wang
3 - Williams / Lewer#FigureSkating | #WorldJFigure pic.twitter.com/lQkyCwfwRQ
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული წყვილი შეჯიბრის მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ.
ქართველმა მოციგურავეებმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 107.79 ქულა დაიმსახურეს, საერთო ჯამში კი ქართული წყვილის ანგარიშზე 179.32 ქულა იყო, რომელიც ოქროს მედლის მოპოვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.