Belive

fichajes: "ვესტ ჰემი გიორგი მიქაუტაძის დამატებას ცდილობს"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სატრანსფერო პორტალი fichajes ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის დამატება ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ გუნდს სურს.

"მიქაუტაძე "მეცში" წარმატებული პერიოდის შემდეგ "ლიონს" შეუერთდა და შესაძლოა მან გუნდი მალე შეიცვალოს. იმის გათვალისწინებით, რომ "ლიონს" გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, არსებობს შანსი, ქართველი ფეხბურთელი ტრანსფერზე დადგეს, თანაც "ვესტ ჰემს" მისი დამატების სურვილი აქვს.

გუნდი სპორტული და ფინანსური თვალსაზრისით ისტორიაში საუკეთესო პერიოდში არ არის, რთული სეზონის ფონზე კი, გიორგი მიქაუტაძე "ვესტ ჰემის" ინტერესებშია. "ლიონი" ვალების დაფარვის მიზნით რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება, გიორგი მიქაუტაძე კი ერთ-ერთი მათგანია.

"ვესტ ჰემს" სურს, რომ შეტევის ხაზი ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელით გააძლიეროს, რომელსაც უკვე საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები დამტკიცებული აქვს, ასეთი კი სწორედ გიორგი მიქაუტაძეა", - წერს fichajes.

24 წლის ცენტ-ფორვარდმა "ყარაბაღთან" უეფას ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში დუბლის შესრულება შეძლო, ყველა ტურნირზე კი გუნდის შემადგენლობაში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები