დღეს, 21 ივნისს, მინსკში (ბელარუსში) ევროპული თამაშები დაიწყო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ასპარეზობაში ხვალ, 22 ივნისს ჩაერთვება. დღეს კი ტურნირის წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.
ხვალ, პირველ საშეჯიბრო დღეს, ქართველი ძიუდოისტები -60 და -66 კგ წონით კატაგორიებში იასპარეზებენ, ხოლო ქალებში -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანი.
-60 კგ
საქართველოს სახელით -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებენ. ამირან პაპინაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ესპანელ - ხოაკინ გომესსა და ებრაელ - ბენ დავიდს შორის გამარჯვებული იქნება.
რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, ლუხუმიც პაპინაშვილის მსგავსად ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე თურქ - მიჰრაჩ აკუსსა და ბულგარელი ვალენტინ ალიპიევს შორის გამარჯვებული იქნება.
-66 კგ
საქართველოს სახელით -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამ წონის პირველი ნომერი - ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი იასპარეზებენ. ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე სერბი - სტარია ბენჩინი იქნება, ხოლო რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს ფრანგი - კილიან ლე ბლუ შეხვდება.
-57 კგ (ქალები)
საქართველოს სახელით -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. ლიპარტელიანი პირველივე ეტაპიდან იჭიდავებს და მისი მეტოქე აზერბაიჯანელი იჩინხორლოო მუნხცედევი იქნება.