Belive

ევროპის ძიუდოს კავშირი | ბუდაპეშტში ქართველები ფავორიტთა შორის არიან

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ბუდაპეშტში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება. აღნიშნულ მოვლენას ევროპის ძიუდოს კავშირი ეხმაურება და ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ქართველები ფავორიტთა შორის არიან განხილული. თითქოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საკმარისად ამაღელვებლად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ტატამზე რამდენიმე გამორჩეული ლიდერი და იუნიორთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამორჩეული სახეები ბრუნდებიან. -81 კგ კატეგორიაში IJF ტურის მეგავარსკვლავ ტატო გრიგალაშვილისგან ვარსკვლავურ შესრულებას ველით. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოლიმპიური ოცნებები ტოკიოში არ ახდა, ახალგაზრდა სპორტსმენმა აჩვენა, რომ მას უფრო მეტის უნარი შესწევს. გრიგალაშვილს ზურგს დიდი სლემის მრავალი ტიტული, 2021 წლის IJF მასტერსის ოქრო, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი უფროსებისთვის და ასევე U23 ტიტული უმაგრებს. გრიგალაშვილი არ არის ერთადერთი ქართველი ტალანტი, რომელიც ბუდაპეშტში ჩავიდა. 2018 წელს ვლადიმერ ახალკაცმა 23-წლამდელთა ტიტული, ხოლო 2019 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ოქრო მოიპოვა.
მალაგაში -70კგ კატეგორიაში წარმატება ნიდერლანდებმა მოიპოვა, რადგან ფინალში თანაგუნდელები ჯორენ ვისერი და სილა კოკი დაუპირისპირდნენ. შესაძლოა ბუდაპეშტში თანაგუნდელების დაპირისპირება კვლავ ვიხილოთ, თუ მათ გზაზე 2019 წლის U23-ის ოქროს მედალოსანი, მარიამ ჭანტურია არ გადაეღობება. გასული წლის ფინალი რუსი ეკუბჟონ ნაზიროვის სასარგებლოდ არ წარიმართა და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. ნაზიროვი ოქროს მედლის მოპოვებას ბუდაპეშტში შეეცდება, თუმცა მეტოქის სახით უძლიერესი ნიკა ხარაზიშვილი (იუნიორთა ევროპის ჩემპიონი) და პეტერ საფრანი ჰყავს (იუნიორთა ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ოქროსმედალოსანი). -100 კგ კატეგორიაში, მედლების კოლექციის მხრივ შოუ კვლავ ქართველმა მოიპარა. ილია სულამანიძე მსოფლიო მედალოსანი არის, რომელმაც დიდი სლემისა და გრან პრის მედლები მოიპოვა, ბოლოს კი იტალიაში იუნიორთა მსოფლიო ოქროს დაეუფლა. სულამანიძის ტიტულების მიუხედავად, -100 კგ კატეგორიაში უდიდესი კონკურენციაა და მარტივი გამარჯვების მოპოვების იმედი არავის უნდა ჰქონდეს.
და ბოლოს +100 კატეგორია, სადაც ყველაზე მეტ დაძაბულობასა და სანახაობრივ ბრძოლებს ველით. ბუდაპეშტში ფავორიტად 23-წლამდელთა ევროპის ორმაგი ჩემპიონი რიჩარდ სიპოცი მიიჩნევა. ფავორიტად მიჩნეულ უნგრელ ძიუდოისტს, ორი უძლიერესი ქართველის კონკურენციის დაძლევა მოუწევს. სიპოცსა და საბა ინანეიშვილს შორის დიდი დაპირისპირება მიმდინარეობს - ლუქსემბურგში გამართული იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი უნგრელის ტრიუმფით დასრულდა, თუმცა ალბიაში გამარჯვება ინანეიშვილს ერგო. საბა ინანეიშვილთან არსებული კონკურენციის პარალელურად, სიპოცს ზაალიშვილის დამარცხებაც მოუწევს. სიპოცისა და ზაალიშვილის წყვილი 23-წლამდელთა ფინალში უკვე დაუპირისპირდა ერთმანეთს, სადაც სიპოცმა გაიმარჯვა, მაგრამ მას შემდეგ ზაალიშვილი თელ-ავივისა და თბილისის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები