Belive

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

3-5 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქი მონპელიე, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 

belive საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელს - ლაშა გუჯეჯიანს დაუკავშირდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაგვისახელა. 

ევროპის ჩემპიონატზე 2 წონა, 90 და +100 კგ წონითი კატეგორიები გვექნება გაორებული. 

შემადგენლობა

60 კგ: გიორგი სარდალაშვილი

66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ: ტატო გრიგალაშვილი

90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

100 კგ: ილია სულამანიძე

+100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი. 

"ახლა გერმანიაში მივემგზავრებით შეკრებაზე და ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის.

ამ ეტაპისთვის ეს შემადგენლობაა და თუ ტრავმები არ შეგვაწუხებს, შემადგენლობა არ შეიცვლება..." - ლაშა გუჯეჯიანი

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მოქმედი ჩემპიონების რანგში ხვდებიან. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იასპარეზებენ ქალებიდან ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა სავარაუდოა, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას 2 ქალი - ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი დაიცავენ. 

სხვა სტატიები