ევროპის ჩემპიონატამდე: საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საწყისი ამხანაგური მატჩი მოიგო
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთთან საწყისი ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისი არენაზე ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ჯანო კვარაცხელიას, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ჩიმაკაძის გოლებით დაამარცხა.
მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა საქართველოს ნაკრების რიგებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუას და შოთა თოფურიას ეროვნულის ნაკრების 100-ნომრიანი ფორმები გადასცეს. თოდუამ მეასე შეხვედრა სლოვაკეთთან, ევრო 2026-ის პლეი-ოფში ჩაატარა, ხოლო თოფურიასთვის მეასე სანაკრებო თამაში სწორედ ყირგიზეთთან გამოდგა.
საქართველოს და ყირგიზეთის ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.