Belive

ესპანური მედია: "წიტაიშვილი გრანადასთვის აუცილებელი ფეხბურთელია"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების გარემარბი, გიორგი წიტაიშვილი "გრანადასთან" ერთად ლა ლიგა 2-ში ახალ სეზონს შესანიშნავად იწყებს.

23 წლის ფეხბურთელმა ანდალუსიური გუნდის შემადგენლობაში ესპანეთის რანგით მეორე ლიგის მეხუთე ტურში "ელჩესთან" საგოლე პასი გააკეთა. ეს გიორგი წიტაიშვილისთვის სადებიუტო საგოლე მოქმედებაა ახალ სეზონში, რის შემდეგაც, ანდალუსიურ მედიაში ქართველს ისევ აქებენ.

"კიდევ ერთხელ, გიორგი წიტაიშვილი შეტევაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მეტოქის პირისპირ თამაშის დროს ის გამუდმებით ეძებს მომენტის შექმნის გზებს.

არსებობდა შესაძლებლობა, რომ ანგარიშის გათანაბრებაში მას თავისი წვლილი შეეტანა, როცა მისი ფლანგზე გარღვევა და კარგი პასი, ცარიელ კართან დარჩენილმა რეინეირმა გოლად ვერ აქცია. აშკარაა, რომ ის თეთრ-წითლებისთვის შეტევაში აუცილებელი ფეხბურთელია.

გიორგი წიტაიშვილის სწრაფი და ტექნიკური თამაშის ხარჯზე, "გრანადა" მეტოქეს ბურთს ხშირად უთმობს და თავად კონტრშეტევებზე თამაშობს", - წერს granadaenjuego.

"გრანადას" 5 ტურში 5 ქულა აქვს დაგროვებული და მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო შემდეგ მატჩს ანდალუსიურ დერბიში "მალაგასთან" 20 სექტემბერს გამართავს.

სხვა სტატიები