Belive

ესპანური მედია: "ქოჩორაშვილი საუკეთესო ფორმაშია და ეს ლევანტეს საჩუქარია"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ საუბრობს.

25 წლის ქართველმა ფეხბრუთელმა "ეიბართან" მატჩში საგოლე პასის გაკეთება შეძლო და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

"გიორგი ქოჩორაშილმა მოედნის ყველა მონაკვეთში იმოქმედა და ბრუგის საგოლე პასიც გაუკეთა. მისი მოქმედება ძალიან ინტენსიურია: დაცვასა და შეტევაში, ყველგან დროულად იმყოფება. ენერგიის ამოწურვამდე და მოედნიდან გასვლამდე ყველგან იდეალურად თამაშობს. გიორგი ქოჩორაშვილი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას წარმოაჩენს და ეს "ლევანტესთვის" ნამდვილი საჩუქარია", - წერს eldesmarque.

3 ჩატარებული მატჩის შემდეგ ვალენსიური გუნდი წაუგებელია და 5 ქულით ლა ლიგა 2-ის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მის აქტივში ერთი გოლი და ერთიც საგოლე პასია.

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების შეკრებას შეუერთდება და უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის მატჩებისთვის მოემზადება.

საქართველოს ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს გამართავს: 7 რიცხვში ჩეხეთთან საშინაო კედლებში, ხოლო 10-ში, ტირანაში, ალბანეთთან.

სხვა სტატიები