Belive

ესპანური მედია: ბარსელონას ინტერესი განახლდა, დეკუ კვარაცხელიას დამატებას ისევ ფიქრობს

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური, კონკრეტულად კი კატალონიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ისევ "ბარსელონას" ინტერესებშია.

elnacional-ის ინფორმაციით, გუნდის სპორტულ დირექტორს, დეკუს, ქართველი ფეხბურთელის დამატებისადმი ინტერესი "ნაპოლის" შესანიშნავი სტარტის და ამ ყველაფერში, კვარაცხელიას ბრწყინვალე მონაწილეობის შემდეგ განუახლდა.

საუბარია იმის შესახებაც, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნიკო უილიამსზე მეტად პრიორიტეტული ხდება. "ბარსელონას" ქართველი ფეხბურთელის დამატება აქამდეც სურდა, მაგრამ ეს ფინანსების გამო არ გამოვიდა.

"ნაპოლი" სერია A-ში ლიდერობს და ჩემპიონატს დამაჯერებლად იწყებს, ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში კი ამ დროისთვის უკვე გატანილი 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

სხვა სტატიები