"ეს წარსულის ამბავია და მინდა რომ წარსულშივე დარჩეს" - თორნიკე შენგელია
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ვირტუს ბოლონიას" მთავარმა მოთამაშემ, ქართველმა თორნიკე შენგელიამ "პარტიზანთან" მატჩის წინ "ცრვენა ზვეზდაში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ Sport Klub-თან ისაუბრა.
ზედიზედ ორი სეზონია საუბრები მიდის თოკოს სერბულ გუნდში შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ ტრანსფერი არ განხორციელებულა.
დეტალურად, ქართველმა კალათბურთელმა ამ თემაზე ასეთი რამ თქვა:
ყოველთვის როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ჩემს ნათქვამს არასწორად იგებენ. ეს წარსულის ამბავია და მინდა, რომ წარსულშივე დარჩეს.
ბელგრადში თამაში ძალიან სასიამოვნოა, მათ არენაზე ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფეროა, რადგან იქ ძალიან უყვართ კალათბურთი.
რაც შეეხება "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს, იყო ამის განხორციელების შანსი, მაგრამ არ მოხდა. მიზეზებზე საუბარი არ მსურს, მაგრამ არავინ იცის მომავალში რა მოხდება. - თორნიკე შენგელია - "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელი
🗣️ That was in the past, and I’d like it to stay in the past.
— Basketball Sphere (@BSphere_) October 22, 2024
Tornike Shengelia (@TokoShengelia23) revealed that he was close to signing with Crvena Zvezda. 🔴⚪️#kkcz #WeAreTheTeam #CrvenoBelaPorodica pic.twitter.com/jPoOjMzPbF
"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის მე-5 ტურის მატჩს დღეს "პარტიზანის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 22:30 საათზე დაიწყება.