Belive

"ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ" - გიორგი მამარდაშვილი

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღე დამთავრდა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ - 1:1 ითამაშა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც 11 სეივი ჰქონდა და რა თქმა უნდა სიმბოლურ გუნდში მოხვდა ყველაზე მაღალი შეფასებით - 9.8.

გიორგი მამარდაშვილი სოციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.

მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ - გიორგი მამარდაშვილის პოსტი
View this post on Instagram

A post shared by Gio Mamardashvili (@gmamardashvili25)

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებს 26 ივნისს 23:00 საათზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი.

სხვა სტატიები